en
ge

საია ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის საქმეზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით აუცილებლად მიგვაჩნია გამოძიება მაღალ პროფესიულ დონეზე, ობიექტურად და ამ საქმის პოლიტიზირების, პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირების, გამოძიების უახლოეს დღეებში დასრულების მრავალჯერადად დაანონსების გარეშე წარიმართოს. ეს აუცილებელია, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები. ...გვსურს აღვნიშნოთ, რომ საია დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ,,საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში" და მოუწოდებს პროკურატურას გამოიყენოს ყველა ძალისხმევა, რომ აღნიშნული საქმე დროულად, ეფექტურად და მაღალ პროფესიულ დონეზე იქნეს გამოძიებული", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)