en
ge

საიასა და „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ განცხადება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაციები „ეხმიანებიან 2014 წლის 18 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომას და საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ 2005-2006 წლებში მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მიღებული ინფორმაციის ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვებას უარყოფითად აფასებენ". „მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, როგორც ნებისმიერი მოსამართლის დასაცავად, მათი დარღვეული უფლებების აღსადგენად, ისე სასამართლოს საჭირო რეფორმების განსახორციელებლად", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)