თბილისი. სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც ადრეულ ასაკში ქორწინებებს ეხმაურება. „საქართველოში კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს გოგონათა ადრეულ ასაკში ქორწინება, რასაც ხშირ შემთხვევაში იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და მოტაცების ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. ... მოვუწოდებ ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ აუცილებელი ზომები, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის, გოგონათა დაცვისა და დახმარებისათვის. აუცილებელია ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებმა, მათ შორის მასწავლებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ombudsman.ge