კახეთი. 24 მარტს თელავში, საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცლისათვის", ფონდი,,ახალი სიცოცხლის" ბენეფიციარებს – შშმ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
მაია კვეზერელი „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ
„ორგანიზაცია უკვე 22 წელია რაც არსებობს და უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებებში აქვს მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ღონისძიებას, ამერიკელი დონორების საშუალებით დიდი რაოდენობით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შევიძინეთ და გადავეცით ფონდი ,,ახალი სიცოცხლის" ბავშვებს”.