იმერეთი. ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანს სტუდენტებისთვის ტუბერკულოზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. დაავადების შესახებ სტუდენტებს დასავლეთ საქართველოს ტუპერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის დირექტორის მოადგილე, ექიმი დარეჯან ასათიანი ესაუბრა. მისი განცხადებით ტუბერკულიოზით მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება.
სტუდენტებისთვის ასევე მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელშიც ასახული იყო აღნიშნული დაავადების პირველი გამოვლენა და მისი ზეგავლენა საზოგადოებაზე.