en
ge

არასამთავრობოები „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე

თბილისი. მედიის განვითარების ფონდმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სამცხე-ჯავახეთის შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. „გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ 23 მარტს, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, გადაცემა „პანორამაში” გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს შეეხება. სიუჟეტი, რომელშიც, ჩვენი შეფასებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის არაერთი ნორმაა დარღვეული, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ვითარების ხელოვნურად დრამატიზირების მცდელობას წარმოადგენს. ...ვთვლით, რომ ტელეკომპანია „იმედი” მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი მგრძნობიარე თემების გაშუქებას, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და მათ შორის ურთერთობებს შეეხება", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)