სამეგრელო. კოალიციური პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" ფარგლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების ნოსირის, ახალსოფლისა და თეკლათის მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ძირითადი სიახლეები და მოქალაქეთა ჩართულობის ძირითადი საკითხები.
პროექტი მხარდაჭერილია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში