en
ge

არასამთავრობოების განცხადება ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების შესახებ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებენ. საქართველოს პროკურატურის 22 მარტის განცხადების მიხედვით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საქმეზე მოწმის სტატუსით ჩვენების მისაცებად იქნა დაბარებული. „ცხადია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, კანონის წინაშე თანასწორია და, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუმცა, განსაკუთრებით დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად უნდა წარიმართოს. მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ეჭვი, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნას, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს... ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, თუ რატომ წარმოიშვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა მაინცდამაინც ახლა და როგორ მოხდა, რომ რამდენიმე საქმეზე მისი დაკითხვა ერთსა და იმავე დროს გახდა საჭირო, ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები საგარეო და საშინაო კონტექტსზეც საუბრობენ
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023