თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა მიხეილ კუკავას ბლოგპოსტი – „მისაბაძი მაგალითი – აჭარის 2014–2017 წლების პროგრამული ბიუჯეტი".
„ქვეყანაში საბიუჯეტო ხარჯვის შედეგიანობის, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გასაზრდელად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი და ქმედითი ინსტრუმენტი, ვიდრე პროგრამული ბიუჯეტია. თუმცა რეალურად პროგრამული ბიუჯეტი ნიშნავს პასუხისმგებლობას, რისი აღებაც საქართველოს მთავრობას უკვე მეოთხე წელია არ სურს. ამდენად, მიგვაჩნია, რომ რეალურად პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლა მთავრობის პოლიტიკური ნების საკითხია, რაც არც არსებულ და არც წინა მთავრობებს არ აღმოაჩნდა", ნათქვამია ბლოგპოსტში. მასში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საბიუჯეტო ისტორიაში ნამდვილად პროგრამული ბიუჯეტი პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შექმნა. აჭარის 2014-2017 წლების ბიუჯეტი, რაც საქართველოს მთავრობას ბიუჯეტირების საუკეთესო მაგალითს სთავაზობს..."
წყარო: transparency.ge