თბილისი. 26 მარტს, საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დასკვნითი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიებაზე ორგანიზაციის დამფუძნებელმა და აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ორგანიზაციის გეგმებსა და უკვე დაწყებულ პროექტებზე ისაუბრეს, რის შემდეგადაც ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში