en
ge

დიდი ბრიტანეთის ელჩი თესაუს სტუდენტებს შეხვდა

კახეთი. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს მხარდაჭერით დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
დიდი ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა  სტუდენტებთან  შეხვედრის დროს  ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასა და ჩვენი ქვეყნისთვის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  
ჰოლ ჰოლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში: „შეხვედრაზე სტუდენტებთან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე ვისაუბრე. მინდა გითხრათ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხში".
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს უფროსის, ერეკლე როსებიშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართება.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)