აჭარა. 25 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე დაავადების გამომწვევი მიზეზისა და პრევენციის გზებზე ეროვნული პროგრამის კოორდინატორმა ისაუბრა.
შეხვედრის მიზანი ტუბერკულოზთან ბრძოლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. დისკუსიის ბოლოს ტუბერკულოზის შესახებ დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. შეხვედრას საზოგადოებირივი ორგანიაზაციების წარმომადგენლები, მოსწავლეები, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.