en
ge

კამპანია - მეტი ქალი პოლიტიკაში

კახეთი. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წინა საარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთი", გაზეთი „კახეთის ხმა" და ვებ პორტალი www.kakhetinews.ge კახეთის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თელავში რეგისტრირებულ ყველა ქალ კანდიდატს უფასოდ დაუთმობს ერთჯერადად სარეკლამო ადგილს.
ქალ კანდიდატებს საშუალება ექნებათ ამომრჩეველს გააცნონ საკუთარი პროგრამები და ინიციატივები.
რეგიონული მედიის ინიციატივა ,,ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში გამოცხადდა, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალ კანდიდატთა ჩართულობას, რაც ლოკალურ დონეზე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)