თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ბლოგპოსტი - „ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ქონება" - გამოაქვეყნა. ორგანიზაცია განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს.
„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობების თანამდებობის პირთა ნაწილის მიერ წარდგენილ წლიურ ქონებრივ დეკლარაციებში მათი ქონება და ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული", ნათქვამია ვებ-გვერდზე.
წყარო: transparency.ge