თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის ფარგლებში მოხსენება წაიკითხა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა.
სტუდენტური პლატფორმისა და მოძრაობა „მწვანე მუშტის" სტუდენტებმა განიხილეს ეკოლოგიის ასპექტების ძირითადი მიმართულებები მსოფლიოსა და საქართველოში.
ირაკლი მაჭარაშვილის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ბიომრავალფეროვნების დაცვას, როგორც ქვეყნის სტრატეგიის ძირითად ასპექტს.
საუბარი ასევე შეეხო კაზრეთში გარემოს დაბინძურების მიმართულებით არსებულ საფრთხეებს და პრევენციის მექანიზმებს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში