en
ge

არასამთავრობოები „თი-ვი ემ-არ საქართველოსთან“ დაკავშირებით

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზციებმა „თი-ვი ემ-არ საქართველოსთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. „შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი განაგრძობს „ნილსენის” სატელევიზიო გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენლის „თი-ვი ემ-არ საქართველოს” შემოწმებას. შემოსავლების სამსახურის ქმედებები უფრო და უფრო მეტ კითხვას აჩენს ინვენტარიზაციის ნამდვილ მოტივებთან დაკავშირებით. სახელისუფლებო ორგანო ახლა უკვე სასამართლოს გზით ცდილობს იმ 330 ოჯახის მისამართების მოპოვებას, რომლებიც რეიტინგების კვლევაში მონაწილეობენ. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია. ...კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს ინვენტარიზაცია განახორციელოს ისეთი მეთოდოლოგიით, რომელიც ეჭვქვეშ არ დააყენებს კომპანიის არსებობას და არ შეაჩერებს სატელევიზიო რეიტენგების კვლევას, რაც, თავის მხრივ, ტელევიზიების ფინანსური სტაბილურობის საფუძველია. ხისტი და დაუსაბუთებლად არაპროპორციული გადაწყვეტილებების მიღება ეჭვქვეშ აყენებს შემოსავლების სამსახურის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და პროფესიონალიზმს", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)