იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრის წევრებმა ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარეს თანატოლთა განათლების ტრენინგი დაუნის სინდრომის თემაზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის საკითხებზე, რა არის დაუნის სინდრომი? რა ახასიათებს, რა არის გამომწვევი მიზეზები, რა ძირითადი პრობლემები აწუხებთ და სხვა.
შეხვედრაზე აჩვენეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, ქართული სუბტიტრებით მომზადებული ვიდეო.
თანატოლთა განათლების ტრენინგი გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში