თბილისი. 26 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია, თემაზე „ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა".
მედიის განვითარების ფონდის (MDF) და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) წარმომადგენლებმა სტუდენტებს კამპანია „არა ფობიის" ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს, ასევე წარუდგინეს MDF-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგები და ძირითადი ტენდენციები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად წარიმართოს კამპანია „არა ფობიას".
წყარო: მედიის განვითარების ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში