შიდა ქართლი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" პროექტის -„ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" - ფარგლებში, ხიდისთავის სკოლის ქიმია-ბიოლოგიის კლუბის წევრები სასწავლო პრაქტიკისთვის ექსპერტიზის ლაბორატორიებში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქტების ექსპერტიზის განყოფილებები რადიოლოგიური და ქიმიური კვლევის ბლოკი, მიკრობიოლოგიური კვლევის და ტოქსიკოლოგიის ლაბორატორიები დაათვალიერეს და მიმდინარე პროცესებს გაეცნენ.
სპეციალისტებმა მოსწავლეებს აუხსნეს, როგორ და რა ტიპის კვლევები ტარდება ლაბორატორიებში. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, მესამე დონის ლაბორატორიებშიც შესულიყვნენ, სადაც ცოფის, ფრინველის გრიპის, ჯილეხისა და სხვა დაავადებების ანალიზი მიმდინარეობს.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში