სამეგრელო. კოალიციური პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ხობის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
შეხვედრებზე მიმოხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის სიახლეები და მოქალაქეთა ჩართულობის ძირითადი საკითხები, მოსახლეობას ასევე მიეწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე და პრობლემათა ადვოკატირების მეთოდოლოგიაზე.
საინფორმაციო შეხვედრების პროცესი მომავალი კვირიდან განახლდება. პროექტი მხარდაჭერილია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში