იმერეთი. 26 მარტს, საჩხერის მინუციპალიტეეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – ტყის მდგრადი მართვა. ტრენინგს ასოციაცია CENN–ის კოორდინატორი მაია კეზევაძე უძღვებოდა.
სტუმარმა ისაუბრა ტყის მნიშვნელობაზე, როგორ უნდა დავიცვათ ტყე განადგურებისგან, როგორ უნდა მოიჭრას ხე ისე, რომ არ დაზიანდეს ფესვთა სისტემა და ა.შ.
ასევე მიმოიხილა საკანონმდებლო სისტემაში არსებული ხარვეზები და პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზეც გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის ბოლოს მსმენელებს ეკოლოგიის თემაზე გადაეცა ბეჭდური მასალა, წიგნები და ბროშურები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში