კახეთი. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მცირე დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ცენტრმა" შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ თელავის, როგორც დამოუკიდებელი თვითმმართველი ორგანოს შექმნისა და დარჩენილ ტერიტორიაზე ერთი თვითმმართელი თემის შექმნის შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს ექსპერტი:
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 151.1 მუხლის თანახმად, შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას თვითმმართველი თემები. თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებების შედეგად კახეთის რეგიონში ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი თელავი იქნება. ამ ცვლილებასთან ერთად თელავის ტერიტორიაზე 3 ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნება".
სამთავრობო კომისიას ექსპერტთა ჯგუფი რეკომენდაციებს სთავაზობს.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.