სამეგრელო. ქალაქ ზუგდიდში ასოციაცია „დეას" ოფისში „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა" და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელთა ინიციატივით ზუგდიდის ტერიტორიული ოპტიმიზაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ზუგდიდის ტერიტორიული ოპტიმიზაციის გეგმის ორი ვარიანტი გააცნეს, თითოეული თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით.
შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე პასუხები მიიღეს მომხსენებლებისგან.
შეხვედრას ესწრებოდნენ სათემო კავშირების წარმომადგენლები, რომელთაც სურვილი გამოთქვეს საკუთარ თავზე აიღონ აღნიშნული ალტერნატიული მოდელის პოპულარიზაცია მათსავე თემებში. ასევე მოამზადებენ მიმართვას საქართველოს მთავრობის სახელზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების შესახებ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში