იმერეთი. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა ახალი პროექტისთვის "იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში!" სამუშაო ჯგუფი შექმნეს.
პროექტის მიზანია იმერეთის მხარის მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირება და გადაჭრა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების, სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების უშუალო ჩართულობის გზით.
პროექტში ჩართულნი იქნებიან, როგორც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოხალისე მოქალაქეები.
სამუშაო ჯგუფს ყოველ თვეში მოუწევს შეხვედრა და მსჯელობა იქნება იმ პრობლემებზე, რომელიც მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტად აწუხებს. ძირითადად აქცენტი გაკეთდება წყალმომარაგების პრობლემაზე, ჯანდაცვის საკითხებსა და შიდა გზების კეთილმოწყობაზე.
პროექტი 17 თებერვალს დაიწყო და 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება.