en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს მთავრობას

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, რომლითაც საქართველოს მთავრობას მიმართავენ. „ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ხელისუფლებას წარვუდგინეთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბებას ...მოვუწოდებთ საქრთველოს მთავრობას, შეასრულოს წინასაარჩევნო პროგრამით, 2013 წლის 1 მარტის თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიითა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" გარდამავალი დებულებებით დეკლარირებული დაპირებები, განიხილოს ჩვენ მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე შეთავაზებული წინადადებები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მოსახლეობასთან მაქსიმალური დაახლოების მიმართულებით, ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო:gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)