აჭარა. „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა" ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად საგზაო უსაფრთხოების თემაზე ადვოკატირების კამპანია დაიწყო. 30 მარტს, პრესკაფეში გაიმართა კამპანიის პირველი ეტაპი, ახალგაზრდებისთვის ტრენინგ-სემინარი ქვეითად მოსიარულეთა უფლებების თემაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
ადვოკატირების მეორე ეტაპზე ახალგაზრდები ბათუმის ოთხ საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის თავად ჩაატარებენ თანატოლთა ტრენინგს.
დასკვნით ეტაპზე თვეში 2-ჯერ გაიმართება საინფორმაციო აქცია რომლის დროსაც ახალგაზრდები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას საგზაო ნაკადების მოწესრიგებაში.
ადვოკატირების კამპანია ტარდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში