აჭარა. 29 მარტს, ბათუმის დემოკატარიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" – ორგანიზებით მოხალისეთა კლუბის ჩამოყალიებების მიზნით შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველას. ვისაც სურვილი აქვს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ინტერესები იყოს დაცული და გათვალისწინებული.
აღნიშნული კლუბის წევრები აქტიურად იქნებიან ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში და უზრუნველყოფენ მისი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ასევე, თემის პროპაგანდას და სხვა.
კლუბის წევრები ყოველი თვის 29 რიცხვში, ქალაქის ქუჩეში გამართავენ შშმ პირების პრობლემების თუ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აქცია-პერფორმანსებს.