en
ge

არასამთავრობოების შეხვედრა პარლამენტის ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსთან

შიდა ქართლი. 28 მარტს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსთან, ნიკო ნერგაძესთან.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და დიალოგის სახით წარიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოთქვამდა სურვილს უფრო ოპერატიულად მიეღოთ ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთან, მათი აზრით, კარგი იქნებოდა მოქალაქეებს ჰქონოდათ საშუალება გადაწყვეტილების მიღებამდე ჩართულიყვნენ საკითხის განხილვაში და თავისი აზრი დაეფიქსირებინათ კომისიების, კომიტეტების და ბიუროს მიერ განსახილველი საკითხების მიმართ.
ნიკო ნერგაძემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა და სულ მალე მოქალაქეებს ექნებათ სტრიმინგის მეშვეობით რეალურ დროში თვალყური ადევნონ საკითხების განხილვას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023