თბილისი. 31 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ორგანიზებით გაიმართა კონფერენციას თემაზე: „ახალი ხედვა – ახალი გამოწვევა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში".
კონფერენცია ეხმიანება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს და კონცეფციას „მართლმსაჯულება ბავშვებისათვის", რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო ორგანიზაციების გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შესაბმისი სამინისტროების, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.
კონფერენცია ჩატარდა პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო–ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „სიდას" ფასილიტაციით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში