en
ge

სამუშაო შეხვედრა

ქვემო ქართლი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" აღმასრულებელმა დირექტორმა ცენტრის მენეჯერებთან და პროექტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს არსებული პროექტები, მათი მიმდინარეობა, არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
ცენტრი „აფხაზეთი" ამ ეტაპზე 7 პროექტს ახორციელებს. პროექტები უკავშირდება: დევნილებისა და სოციალურად დაუცველი თემების სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, ახალგაზრდების განათლებას და განვითარებას; მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მართვას; ყოფილი მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობას და ბიზნეს საქმიანობის წახალისებას; კონფლიქტისპირა სკოლებში სასწავლო პროცესის მხარდაჭერას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტების მონიტორინგისა და შეფასების ახალი სისტემის დანერგვაზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023