თბილისი. 31 მარტს, საჯარო მმართველთა ინსტიტუტმა „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" პარტნიორობით იტალიური სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარა სემინარი თემაზე „რა არის საჯარო მმართველობა?"
სემინარს უძღვებოდა საჯარო მმართველთა ინსტიტუტის პრეზიდენტი თეონა ლავრელაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო გადაწყვეტილების მიღების, პოლიტიკის ალტერნატივების, მენეჯმენტისა და ლიდერობის თანამედროვე თეორიები. მოსწავლეები აგრეთვე ჩაერთნენ პრაქტიკულ სამუშაოებში. საჯარო მმართველთა ინსტიტუტი მსგავსი სემინარების ჩატარებს სხვა სკოლებშიც გეგმავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში