en
ge

საიას და ტფილისის ჰამქარის განცხადება „პანორმა თბილისის“ პროექტის შესახებ

თბილისი. ბოლო დღეების განმავლობაში მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თანაინვესტირების ფონდის მიერ, თბილისში ე.წ. „პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელების შესახებ. ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ტფილისის ჰამქარი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„როგორც თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პროექტის განხორციელება თბილისის ისტორიულ ნაწილში... იგეგმება.... თუმცა, ამ დრომედე უცნობია პროექტის შესაბამისობა კულტურულ მემკვიდრეობასთან....სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დღემდე არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი. ასევე, თბილისს, როგორც ქალაქს, არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამ ფონზე ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიც „პანორმა თბილისია" ეჭვის ქვეშ აყენებს კულტურული მემკვდირეობის სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას.... ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ინვესტიციებს და ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე თბილისის თვითმმართველობამ ყველაფერი უნდა იღონონ საიმისოდ, რომ ინვესტიციების და ეკონომიკური ინტერესის სახელით არ მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ხელჰყოფა, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და სახელწმიფოს მხრიდან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)