კახეთი. ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი წინასაარჩევნოდ ახორციელებს პროექტს „შენი ხმა შენი ძალაა: საინფორმაციო კამპანია კახეთის რეგიონში მცხოვრები უმცირესობებისათვის". პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს კახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (კერძოდ, აზერბაიჯანელი მოსახლეობის) ინფორმირებულობას და მათ მონაწილეობას არჩევნებში.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩაატარებენ შეხვედრებს იმ სოფლებში, სადაც ყველაზე მეტად არიან წარმოდგენილნი ეთნიკური უმცირესობები და მოუწოდებენ მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ. ასევე იგეგმება საინფორმაციო მასალების დარიგება. არჩევნების წინა დღეს კი ორგანიზაცია გამართავს საჯარო შეხვედრების მეორე რაუნდს, სადაც ცნობილი ადამიანები შეხვდებიან მოსახლეობას და ხაზს გაუსვამენ მათ მიერ არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას.
პროექტი დაფინანსებულია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ.
წყარო: acicc.ge