en
ge

გეორგიკა: აკადემიურ მონაცემთა ღია ბაზა საქართველოს შესახებ

თბილისი. 2 აპრილს. 18:15 საათზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, ამერიკული საბჭოები და ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი გაზაფხულის სეზონის ფარგლებში წარმოადგენს მერვე სესიას. სესია მიეძღვნება საქართველოს შესახებ აკადემიურ მონაცემთა ღია ბაზას – გეორგიკას. მას წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დავით სიჭინავა და ირაკლი გუნია.
პროექტი გეორგიკა ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით. ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიზანია, გააერთიანოს და თავი მოუყაროს საქართველოს შესახებ არსებულ აკადემიურ ნაშრომებს.
პროექტის მიზანია: დაინტერესებულ პირთათვის შექმნას მდიდარი ელექტრონული ბაზა, რომელიც მათ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გაგებაში დაეხმარება;
გააღვივოს ინტერესი საქართველოსა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების აკადემიური კვლევისადმი და განავითაროს არსებული ექსპერტიზა; დამწყებ მკვლევარებს მისცეს საშუალება, გამოაქვეყნონ თავიანთი ნაშრომები, ჩაერთონ კოლეგებთან აკადემიურ დიალოგში და განავითარონ საკუთარი აკადემიური პროფილი.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის და ავტორების შესახებ იხილეთ პროექტის ვებ-გვერდზე: georgica.tsu.edu.ge.
შეხვედრა გაიმართება 1 აპრილს, 18:15 საათზე. მისამართი: თბილისი, კავსაძის 31, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის\CRRC-საქართველოს ოფისში: კავსაძის ქ. 3.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023