თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა, სამართლიანი არჩევნები, საია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ადამიანის უფლებების წავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ – „ხელისუფლებამ არჩევნებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა მოაგვაროს".
„მომავალი არჩევნები არის უპრეცედენტო, რადგანაც ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრებისა და მერების/გამგებლების არჩევა ხდება, რაც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მოწოდებების მიუხედავად, არ მოხდა მერების/გამგებლებისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის გადახედვა, ძირეულად არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა: კვლავ პრობლემურია მრავალმანდატიანი ოლქების არარსებობა და გამგებლებისა და მერების არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა", ნათქვამია მიმართვაში.
ორგანიზაციები ამ საკითხების გარდა იმ გამოწვევებზეც საუბრობენ, რომლებიც ამ ეტაპისთვის კვლავ აქტუალურია და გავლენას ახდენს სამართლიან საარჩევნო გარემოზე.
წყარო: transparency.ge