en
ge

აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე ქუთაისში

იმერეთი. 2 აპრილს, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე საინფორმაციო კამპანიით აღნიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის ახალგაზრდულმა ცენტრმა ბროშურები და პოსტერები მოამზადა და ქალაქის ცენტრალურ უბნებში მსვლელობა მოაწყო. კამპანია მიზნად ისახავდა აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას და საზოგადოების ინფორმირებას.
ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოსახლეობას ბროშურები დაურიგეს აუხსნეს, თუ რა არის აუტიზმი, რა მითები არსებობს ამ დაავდების შესახებ და რა არის რეალობა.
ღონისძიება გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)