თბილისი. ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ეხმიანება სახალხო დამცველის ინიციატივას უფლებამოსილების გაზრდის შესახებ.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ „ხსენებული რეკომენდაცია სახალხო დამცველისათვის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით, კერძოდ მისთვის დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფოტომასალის მოგროვების უფლების მინიჭება, დადებითად უნდა შეფასდეს. უფლებამოსილების ამ კუთხით გაზრდა უზრუნველყოფს გამჭვირვალობას სასჯელაღსრულების სისტემაში და ამასთან, ზედამხედველობის ხარისხის მომატებასთან ერთად, შემცირდება თავად მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის ფაქტები", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში