სამეგრელო. „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა" პროექტის - „წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგი" - ფარგლებში მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ანგარიშში წარმოდგენილია წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების 2014 წლის ბიუჯეტის ანალიზი. დოკუმენტში გაანალიზებულია ორივე თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების თითოეული მუხლი. დადგინდა, თუ რამდენად შესაბამისობაშია პრიორიტეტების დოკუმენტთან, ასევე შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში რამდენად პასუხობენ მოსახლეობის ძირითად საჭიროებებს.
ანგარიში მომზადებულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში