თბილისი. 4 აპრილს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის შესახებ საინფორმაციო ღონისძიება გაიმართება.
ცხადდება მიღება თსუ-ში ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებულ სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში (ინგლისურ ენაზე). დიპლომი გაიცემა თსუ იურიდიული ფაკულტეტის მიერ.
ღონისძიებას გაუძღვებიან თსუ რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი.
დასწრება თავისუფალია.
წყარო: ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა