en
ge

საინფორმაციო კამპანია „ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“

კახეთი. თელავში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი ღონისძიება - „ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში" გაიმართა. თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ აქტიურ ჟურნალისტებს და გენდერის ექსპერტებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ღონისძიების ბოლოს კი დისკუსია სახელწოდებით „ქალი პოლიტიკაში" გაიმართა.
კამპანიიის მიზანია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ქალების მოტივირება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში როგორც კანდიდატებმა, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისს და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.
კამპანია იმართება პროექტის „ჟურნალისტები გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის". ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დახმარებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)