en
ge

გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში

 თბილისი.26 სექტემბერს „ინვალიდ–მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში". კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან კერვალიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ნერმინ ნიშიჩმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა.
დელეგატებს აჩვენეს პროექტის – „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" – ამსახველი ვიდეო რგოლი, ასევე წარადგინეს გენდერული თანასწორობის რეგიონული ქსელი. ქსელის წევრებმა კონფერენციაზე მომოიხილეს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მონაცემები საკუთარ რეგიონებში. სიტყვით გამოვიდა, მცხეთა–მთიანეთის, იმერეთის, გურიის და სხვა რეგიონების წარმომადგენელები.
კონფერენციაზე ასევე წარადგინეს გენდერული თანასწორობის საკითხზე რეკომენდაცები, სტრატეგია და სამოქმედო პლატფორმა, რომელიც შემუშავდა გენდერულ საკთხებზე საქართველოს 20 ქალაქში გამართული მრგვალი მაგიდების დროს გამოვლენილ სტერეოტიპებსა და დამოკიდებლებებზე დაყრდნობთ.
ღონისძიება იმართება პროექტის – „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი" ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხრადაჭერით, არჩევნების სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ გაცემული გრანტის საფუძველზე.

 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)