იმერეთი. 5-6 აპრილს, ორგანიზაციებმა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და „მოძრაობა-ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" საჩხერეში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტრენინგები ჩაატარეს. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის ძირითადი პრინციპების და დებულებების შესახებ მსმენელთა ინფორმირების გაზრდა, მათი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში ეფექტური მონაწილეობის მიზნით.
ტრენინგები ჩატარდა პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და შესაძლებლობის მხარდაჭერა, თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად" - ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში