en
ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პენ-ცენტრის განცხადება განიხილა

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაზეთ „ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ საქართველოს პენ-ცენტრის განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საბჭომ პენ-ცენტრის განცხადება 6 აპრილს განიხილა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთმა მწერალ ზურაბ ქარუმიძის შესახებ გამოქვეყნებული მასალებით ქარტიის 1-ლი, მე-7 და მე-11 დებულებები დაარღვია. ამ პრინციპების თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ფაქტი განზრახ არ უნდა დაამახინჯოს, ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, არ გააღვივოს შუღლი და არ მოუწოდოს ძალადობისკენ.
სრულად
წყარო: media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)