en
ge

საია იუნეკოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

თბილისი. გასული წლის ნოემბრის თვეში საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მოიცავს ცვლილებებს „კულტურული მემკვიდერობის შესახებ" საქართველოს კანონში.
„საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად კანონის მე-17 მუხლს ემატება მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც - განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა (გარდა ეროვნული კატეგორიის მქონე ან/და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა) შესაძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის წინაშე სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლების მქონე უწყების წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე", განმარტებულია საიას ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
ამ საკითხზე საიამ 2013 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) მიმართა.
საიას ვებგვერდზე სოციალურ ქსელში აღნიშნულია,რომ „საკითხთან დაკავშირებით UNESCO-მ მიმართა საქართველოს შესაბამის სახელისუფლებო დაწესებულებებს და მოითხოვა მათგან პასუხი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია პასუხის მიღებისთანავე, საიას ინფორმირებას დამატებით მოახდენს".
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)