en
ge

ტრენინგი პანკისის უხუცეს ქალთა და მამაკაცთა საბჭოების წარმომადგენლებისთვის

კახეთი. 7-8 აპრილს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდება. ღონისძიება პროექტის - „თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის" - ფარგლებში იმართება. 
ტრენინგში მონაწილეობენ პანკისის უხუცეს ქალთა და მამაკაცთა საბჭოების წარმომადგენლები. საუბარი შეეხება ოჯახში ძალადობას, მის გამომწვევ მიზეზებს, გენდერულ თანასწორობას, ტრადიციების გავლენას თანამედროვეობაზე, სტერეოტიპების უარყოფით როლს, სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობის მსხვერპლთათვის შეთავაზებულ სერვისებს. 
პროექტი „თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია პანკისის ხეობის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)