აჭარა. 7 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანადაფინანსებით ჩატარდება კვლევა, რომელიც შეისწავლის სოციალურად დაუცველ, უსახლკარო და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობის აქტუალურ საკითხებ.
აღნიშნული კვლევის საფუძველზე განისაზღვრება ბინათმშენებლობის ფონდის შექმნის და ფუნქციონირების პრინციპები. ბინათმშენებლობის ფონდი მოიცავს განსაზღვრული ტიპის მოქალაქეთათვის იაფი და გრძელვადიანი გადახდის პირობით საცხოვრებელი ფართების გადაცემას.
კვლევა 2014 წელს დასრულდება და მისი შედეგების პრეზენტაცია გაიმართება ბათუმსა და თბილისში.