გურია. 5 აპრილს ღია მმართველობის პარტნიორობის თემაზე შეხვედრა გაიმართა ქალაქ ოზურგეთში. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ და იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა მოქალაქეებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის განვითარების მიზნით მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და ინიციატივები გააცნეს.
საჯარო კონსულტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიიკური პარტიების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში