en
ge

განცხადება საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ განცხადება გაავრცელა. 
„მივიჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა თუ რა მიზნით დაგეგმილია ამ ბანკის შექმნა, მისი არსებობა გაუმართლებელია და იგი გამოიწვევს ფინანსური ბაზრების განვითარების შერხებას და უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე შემდეგი ძირითადი მიზეზებით: 
თუ აღნიშნული ბანკი იმუშავებს სოციალური მანდატით და კონცენტრაციას მოახდენს მაღალ რისკიან და დაბალ შემოსავლიან პროექტებზე, მას მოუწევს ხშირი რეკაპიტალიზაცია და მომავალში დაიწყებს უფრო მომგებიან პროექტებზე მუშაობას, რითაც იგი კონკურენციას გაუწევს კერძო ბანკებს, რაც უარყოფითად აისახება საფინანსო სექტორის განვითარებაზე;
არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ბანკი არ იმუშავებს ეფექტიანად და მოემსახურება პოლიტიკოსების პირად ამოცანებს;
შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააუქმოს საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის ინიციატივა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)