თბილისი. საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის პროექტის შესახებ სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა.პროექტით, დისკრიმინაციის აკრძალვაზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, შეასრულოს დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის ფუნქცია
„...საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის კომპეტენცია და ვალდებულებაა. კანონპროექტი ამ შემთხვევაში გვთავაზობს განსხვავებულ მიდგომას და უფლებამოსილების ფორმებს, რომელიც საზედამხედველო კომპეტენციას უფრო ეფექტურს გახდის....წარმოდგენილ კანონის პროექტზე სახალხო დამცველის შენიშვნების ნაწილი ასახულ იქნა კანონის პროექტში. მიუხედავად ამისა, მაინც რჩება რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომლებზეც დამატებით გვსურს ყურადღების გამახვილება...", ნათქვამია ომბუცმენის ვებგვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge