თბილისი. 11-12 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივი" ოფისში გაიმართა ტრენინგი სტუდენტებისთვის დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების უფლების შესახებ. ტრენინგზე განხილეს პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა, დისკრიმინაციის ნიშნები და ასევე დისკრიმინაციისგან დამცავი ნორმები.
ტრენინგს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზოგადოებრივ საქმეთა საქართველოს ინსტიტუტის სტუდენტები.
ტრენინგი გაიმართა პროექტის „თანასწორობის ხელშეწყობა განათლების საშუალებით" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საელჩოს მიერ.
წყარო:gdi.ge